ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - პროექტის ღირებულება 5,2 მლნ ლარზე მეტია

ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის 8,2 კმ-მდე სიგრძის
მონაკვეთზე არსებული დაზიანებული ფილები ახლით შეიცვლება; არხი მონოლითური ბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა ბორდიურები. პროექტით გათვალისწინებულია ძამის დიუკერის რეაბილიტაციაც.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება
3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
პროექტის ღირებულება 5,2 მლნ ლარზე მეტია.
სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის მარტში დასრულდება.
სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” ტექნიკურმა დირექტორმა ალექსანდრე მიქიაშვილმა დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.