შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ სიმართლე არ არის, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ

გავრცელებული ინფორმაცია ცხოველთა ცოცხლად დაწვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად, – განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.
სახელმწიფო რწმუნებულის შეფასებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. ცხოველთა ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ყველა პროცედურა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. თავშესაფარში მიმდინარეობს ცხოველთა დაჩიპვა, კასტრაცია და შემდგომ მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, რაც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად რეგულირდება. ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, არ აჰყვნენ დაუზუსტებელ ინფორმაციას. თავშესაფარში მიმდინარე პროცესები სრულად შეესაბამება კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს“, – აღნიშნა სიმონ გულედანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები