ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
„პრემიერმა ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მას აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე ლევან ხარაბაძემ მიხეილ შაყულაშვილი ჩაანაცვლა. ყაულაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშნული იყო. მან თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან მალევე, მარტის დასაწყისში, დატოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.