ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შიდა ტრანზიტული ნომრები იცვლება - ფასი მატულობს

შიდა ტრანზიტული ნომრები იცვლება - ფასი მატულობს

2026 წლის 1-ლი მარტიდან ავტომობილებისა და მოტოციკლების შიდა ტრანზიტის ნომრები იცვლება. ახალი ნიმუშები მთავრობის 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცდა.
ახალი წესის მიხედვით, შემოდის შიდა ტრანზიტის ახალი ტიპის ნომრები — წითელი ზოლის ნაცვლად ლურჯი ზოლით. ამასთან, დღევანდელი „შიდა ტრანზიტის“ ნომრები მხოლოდ „ტრანზიტულ“ ნომრებად დარჩება.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დაევალა, 2026 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ახალი ნომრების დამზადება და გაცემისთვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებები. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ იმ ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტებს, რომლებიც 1 მარტამდე გაიცემა და იურიდიულ ძალას ფლობს, მოქმედების ვადა კანონით განსაზღვრული წესით შეუნარჩუნდება.
ამავე დროს, 2026 წლის 1 იანვრიდან ტრანზიტული ნომრის ღირებულება მნიშვნელოვნად გაძვირდა - 50 ლარის ნაცვლად 370 ლარი გახდა, რაც პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით ამოქმედდა.
tvpirveli.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.