არქივი26 მარტი 2026, 13:30
შვილზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში ქალი დააკავეს
ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ადგილობრივი მედია, აჭარა თაიმსის ინფორმაციით, ქალმა სრულწლოვან შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
დაკავებული პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.