შვეიცარია ზამთარში უკრაინელების მხარდასაჭერად დამატებით 12.5 მილიონ ევროს გამოყოფს

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყანა ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად დამატებით 11.8 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს (12.5 მილიონი ევრო) გამოყოფს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობის პრესრელიზშია აღნიშნული.
თანხა მოხმარდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომლებიც ზამთრის პერიოდში უკრაინელებს დახმარებას გაუწევენ.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული ფონდის დახმარების პროგრამის მხარდაჭერას 1.8 მილიონი შვეიცარიული ფრანკით გაზრდის. სააგენტო ასევე მხარს უჭერს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ზამთრის დახმარების პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს 3 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებთათვის.
მთლიანობაში, შვეიცარიამ ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად, დაახლოებით, 26 მილიონი ფრანკი გამოყო.
შეგახსენებთ, გასულ კვირას შვედეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 1.4 მილიარდ კრონს (დაახლოებით 120 მილიონი ევრო) გამოუყოფს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს