არქივი1 დეკემბერი, 2023, 14:56
შვეიცარიამ 8,8 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინა
შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანამ 8,8 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.
როგორც ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნო (SECO) აცხადებს, ეს მაჩვენებელი 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს სავარაუდოდ კიდევ შეიცვლება და კიდევ უფრო დაზუსტდება სიაში სანქცირებული პირების დამატების, ან ამოღების შემთხვევაში.
ბერნმა ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 7,4 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის კუთვნილი უცხოური ვალუტის აქტივების გადარიცხვა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.