შვედი მინისტრი: ევროკავშირი ლგბტ ქორწინების აღიარებას წევრ სახელმწიფოებს არ ავალდებულებს

ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს წევრი ან კანდიდატი ქვეყნებისგან ლგბტ ქორწინების ცნების მიღებას – ამის შესახებ შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როზენკრანცმა „ინტერპრესნიუსს“ წერილობით აცნობა, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე განმარტების პასუხად.
მისი თქმით, ევროკავშირის ხელშეკრულებები ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტ თემის, უფლებების სრულ სამართლებრივ დაცვას ითვალისწინებს, თუმცა წევრ ქვეყნებს არ ავალდებულებს ერთნაირსქესიანი ქორწინების კონკრეტული ფორმით აღიარებას.
მინისტრი ხაზს უსვამს, რომ შვედეთს ლგბტ თემის მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს და ეს ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა, რომელიც ყველა კანდიდატ ქვეყანას უნდა უზრუნველეყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს