შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრში სროლის შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა

შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრში სროლის შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ განცხადებას ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
სროლა შვედეთის ქალაქ ორებროში მდებარე ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში მოხდა, რომელიც სხვა სკოლებთან ერთად ერთ კამპუსში მდებარეობს. პოლიცია გარდაცვლილთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს.
პოლიციის ხელმძღვანელის რობერტო ეიდ ფორესტის თქმით, სამართალდამცავებს ამ მომენტისთვის “არ შეუძლიათ უფრო კონკრეტულად” დაასახელონ გარდაცვლილთა რაოდენობა, თუმცა პოლიციას სჯერა, რომ დანაშაულის ჩამდენი გარდაცვლილთა შორისაა.
ყველა გარდაცვლილი საგანმანათლებლო ცენტრის შენობის შიგნით იყო. ეჭვმიტანილი მამაკაცია და პოლიციას სჯერა, რომ ის მარტო მოქმედებდა, თუმცა გამოძიება ჯერ ადრეულ ეტაპზეა.
პოლიციის განცხადებით, წინასწარი ნიშნები არ ყოფილა და თავდამსხმელი მათთვის ცნობილი არ იყო. ამ მომენტისთვის თავდასხმის უკან ტერორისტული მოტივი არ ჩანს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს