შვედეთმა დააკავა გემი, რომელიც ბალტიის ზღვაში მონაცემთა კაბელის დაზიანებაშია ეჭვმიტანილი

შვედეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელიც ეჭვმიტანილია ბალტიის ზღვის ქვეშ შვედეთსა და ლატვიას შირის გამავალი მიმავალი მონაცემთა კაბელის დაზიანებაში, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შვედმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ პირველადი გამოძიება საბოტაჟზე მიუთითებს და გამოძიება შვედეთის პოლიციის, სამხედრო და სანაპირო დაცვის ჩართულობით დაიწყო.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ზღვაში ლატვიის სახელმწიფო მაუწყებლის, LVRTC-ის კუთვნილი მონაცემთა კაბელი დაზიანდა. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სელინამ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მისი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს შვედეთთან და ნატო-სთან.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში, ნატო-მ ახალი მისია, „ბალტიის გუშაგი“ დაიწყო მას შემდეგ, რაც 2024 წელს ბალტიის ზღვის ქვეშ რამდენიმე კაბელი დაზიანდა ან გაწყდა. ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, მისია მოიცავს უფრო მეტ საპატრულო თვითმფრინავს, სამხედრო ხომალდს და დრონებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო