პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთი უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს უგზავნის

შვედეთი უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი ავრცელებს.
ულფ კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთის მიერ გამოყოფილი თანხა ზამთარში უკრაინის მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების, თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ ენერგეტიკულ ტერორიზმს ახორციელებს.
„რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად უტევს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უკვე არსებული მძიმე განსაცდელი კიდევ უფრო გაართულოს. ამ პაკეტით ჩვენ გვსურს უკრაინას როგორც ახლის მშენებლობაში, ისე დანგრეულის აღდგენაში დავეხმაროთ“, - განაცხადა იოჰან ფორსელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.