შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატო-ს 32-ე წევრი
შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატო-ს 32-ე წევრი. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი ძალაში დღეს, 7 მარტს შევიდა.
ამგვარად, შვედეთის ნატოში გაწევრიანების გზაზე ყველა საკვანძო ეტაპი გავლილია.
ინფორმაციისთვის, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში გააკეთეს. ფინეთი ალიანსში 2023 წლის მარტში გაწევრიანდა, შვედეთის გაწევრიანება კი თურქეთის და უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე ფერხდებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.