ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთის საგარეო უწყება - უკრაინაში მიღებული კანონი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით

შვედეთის საგარეო უწყება - უკრაინაში მიღებული კანონი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით

უკრაინის პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული კანონი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიღებულ კანონს, რომელიც რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილებებს ზღუდავს.
„უკრაინამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში - კურსის შენარჩუნება აუცილებელია. შვედეთი კვლავაც ძლიერ პარტნიორად რჩება უკრაინაში რეფორმების განხორციელების კუთხით“, - ათნიშნა მან.
ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ქვეყანაში ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. კანონი დღეს ძალაში შევიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.