პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთის საგარეო უწყება - საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა, მათ შორის აქტივების დაყადაღება, შემაშფოთებელია

შვედეთის საგარეო უწყება - საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა, მათ შორის აქტივების დაყადაღება, შემაშფოთებელია

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა, მათ შორის აქტივების დაყადაღება, შემაშფოთებელია, - ამის შესახებ ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შვედეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებას.
„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა, მათ შორის აქტივების დაყადაღება, შემაშფოთებელია. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიის გზაზე არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. შვედეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.