ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთის საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლებას ავტორიტარული კურსის შეცვლისკენ მოვუწოდებთ - შვედეთი კვლავ ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრად და საიმედო პარტნიორად რჩება

შვედეთის საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლებას ავტორიტარული კურსის შეცვლისკენ მოვუწოდებთ - შვედეთი კვლავ ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრად და საიმედო პარტნიორად რჩება

საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება, - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მმართველი პარტიის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობა დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის ფაქტობრივად ყველა სახის უცხოურ დაფინანსებას ზღუდავს, კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს ძირითად სამოქალაქო აქტივობებს და პოლიტიკურ საქმიანობას ხელს უშლის“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეს შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და საქართველოს მიერ აღებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან“.

„საქართველოს ხელისუფლებას ავტორიტარული კურსის შეცვლისკენ მოვუწოდებთ. შვედეთი კვლავ ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრად და საიმედო პარტნიორად რჩება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.