ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას

შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები,” - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.