არქივი17 აპრილი, 2025, 18:36
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სასტიკად შემზღუდავი კანონები დაჩქარებულად იქნა განხილული და მიღებული - ეს ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან

საქართველოში დაჩქარებულად განხილული და მიღებული კანონები ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებთან. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენეგარდი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“გუშინ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სასტიკად შემზღუდავი კანონები დაჩქარებულად იქნა განხილული და მიღებული. ეს ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებთან”, - წერს სტენეგარდი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.