ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია სტენეგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპიროდ. ეს არის ის, რაც ძალიან მაწუხებს. ვცდილობთ, რომ ყველანაირად მხარი დავუჭიროთ მოქალაქეებს, რომლებიც დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის მუშაობენ, რაც ჩვენ საქართველოში სასწრაფო ყურადღების მნიშვნელობის საკითხებად მიგვაჩნია“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.