არქივი16 დეკემბერი, 2024, 13:51
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სანქციები უნდა დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემონსტრანტების მიმართ ასეთ უხეშ ქმედებებზე

უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„სანქციები უნდა დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების მიმართ ასეთ უხეშ ქმედებებზე“, - აღნიშნა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.