არქივი10 ივნისი, 2024, 18:53
შვედეთის საგარეო: არ ვცნობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს
შვედეთის საგარეო: არ ვცნობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს
შვედეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს არ ცნობს. განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.
“შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”. – წერს შვედეთის საგარეო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.