არქივი20 მარტი 2025, 13:56
შვედეთის პრემიერ-მინისტრი - ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმების შესახებ კვლავ დარჩება

ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმების შესახებ კვლავ დარჩება, - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც იცით საქართველო დღის წესრიგში ძალიან ხშირად არის და დღეს, რომ არ არის, ეს მხარდაჭერის ნაკლებობას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ეს ბევრჯერ გამოვხატეთ. ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებისა და სწორი მიმართულების შესახებ კვლავ დარჩება ისე, როგორც ადრე“, - განაცხადა ულფ კრისტერსონმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.