შვედეთის პრემიერი – უკრაინა შვედეთისგან 100-დან 150-მდე საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვას აპირებს – ეს დიდი გზის დასაწყისია

უკრაინა შვედეთისგან 100-დან 150-მდე Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვას აპირებს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ წამს მოვაწერეთ ხელი განზრახვის წერილს. ეს შვედეთსა და უკრაინას შორის განზრახვის წერილია, და ეს დიდი გზის დასაწყისია, რომელიც ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს დიდ საექსპორტო შეთანხმებასთან Saab-ისთვის, შვედეთისთვის, უკრაინასთან ერთად…
საუბარია დიდი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, სავარაუდოდ, 100-დან 150-მდე E სერიის Gripen მოდელის თვითმფრინავებზე, რომლებიც ახლა იწარმოება ან რომელთა წარმოება იწყება. ეს იმისთვის არის, რათა უკრაინაში ძალიან ძლიერი საჰაერო ძალები ავაწყოთ”, – განაცხადა კრისტერსონმა.
მან აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება “მომდევნო 10-15 წლის დიდი გზის დასწყისია”. ამავდროულად, კრისტერსონის თქმით, ეს “დიდხნიანი ამბიცია” არ ნიშნავს, რომ შვედეთს არ ესმის რუსული აგრესიის შესაჩერებლად საშუალებების უკრაინის დიდი საჭიროება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება