ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს - ყოველდღიურ აქციებს საქართველოს მომავლისთვის იმედის შუქურად მივიჩნევთ

შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს - ყოველდღიურ აქციებს საქართველოს მომავლისთვის იმედის შუქურად მივიჩნევთ

ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ერიკ ოტოსონი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპაში მომავლისკენ ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ. რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს საქართველოს მომავლისთვის იმედის შუქურად მივიჩნევთ და ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ერიკ ოტოსონმა.
ვიდეომიმართვას უერთდებიან სლოვაკეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლუქსემბურგის, ავსტრიის, ესტონეთისა და ფინეთის პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა და ევროპის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. ასევე ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სიგიტას მიტკუსი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენერგარდი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.