შეხვედრა მქონდა [თავდასხმის] შემსრულებლებთან. მე მათ ვაპატიე, იმიტომ, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ ბრძანების შემსრულებლები. კოდუამ დაიბარა კაბინეტში და ჩემი ჩანთიდან ამოღებული ფულიდან 500-500 დოლარი დაურიგა

შეხვედრა მქონდა [თავდასხმის] შემსრულებლებთან. მე მათ ვაპატიე, იმიტომ, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ ბრძანების შემსრულებლები. კოდუამ დაიბარა კაბინეტში და ჩემი ჩანთიდან ამოღებული ფულიდან 500-500 დოლარი დაურიგა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა „ნაცმოძრაობის“ მიერ მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მან მისი ცემის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გარდა თავდასხმისა გაძარცვეს კიდეც, შემდგომ კი მისივე თანხა გადაუხადეს შემსრულებლებს.
„მე შეხვედრა მქონდა შემსრულებლებთან, მათ ვუთხარი, რომ მე თქვენი ინტერესი არ მაქვს, რომ ციხეში წახვიდეთ, იმიტომ, რომ თქვენ ბრძანება გქონდათ და შეასრულებდით. პროკურატურაში შევხვდი ამ ბიჭებს, მოვიდნენ, ბოდიში მომიხადეს, ვიცოდით, რომ ოდესღაც პასუხს ვაგებდით ამაზეო. მე მათ ვაპატიე, იმიტომ, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ ბრძანების შემსრულებლები. კოდუამ დაიბარა კაბინეტში და ჩემი ჩანთიდან ამოღებული ფულიდან, 10 ათასი დოლარი ამომიღეს და იქიდან მისცა 500-500 დოლარი, ბიჭებს დაურიგა. თავდასხმის დროს იარაღი წაიღეს, 10 ათასი დოლარი თანხობრივად წაიღეს და ძვირიანი ბეჭედი მქონდა 5 კარატიანი იყო ბრილიანტი და წაიღეს“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა