„შეხვედრა იყო აბსოლუტურად კონსტრუქციული და პროფესიული“

“ვისოლის” გენერალური დირექტორის შეფასებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებისა და “ფასების სამთავრობო კომისიის” დღევანდელი შეხვედრა კონსტრუქციული და პროფესიული იყო. ვასილ ხორავას კომენტარი BM.GE-ის კომპანიიდან მიაწოდეს.

“ვისოლის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეხვედრის პათოსი არ ითვალისწინებდა იმას, რომ ბიზნესს რაიმე შეფერხება შეექმნას.

“სამთავრობო საკოორდინაციო კომისიასთან შეხვედრა კანცელარიაში იყო აბსოლუტურად კონსტრუქციული და პროფესიული. შეხვედრის პათოსი არანაირად არ ითვალისწინებდა, რომ ბიზნესს რაიმე შეფერხება შეექმნას, პირიქით, ვისაუბრეთ იმაზე, რომ მიწოდების ჯაჭვების კუთხით თუ სხვა გზებით, ოპტიმიზაციის რა რესურსები შეიძლება არსებობდეს. შეხვედრაზე ასევე დავაფიქსირეთ, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების რეალიზაციის სექტორში ძალიან ბევრი ეკონომიკური სუბიექტი ოპერირებს, მაღალია კონკურენცია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს”, – აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ცნობისთვის, “ფასების სამთავრობო კომისია” დღეს ნავთობპროდუქტების კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ეს იყო ბოლო შეხვედრა მთავრობასთან, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა პარლამენტში “ფასების საპარლამენტო კომისიის” ფარგლებში გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე