ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შეხვედრა ერთწლიანი პაუზის შემდეგ | ბაიდენისა და სი ძინპინის აუდიენციის დეტალები და მარტო დარჩენილი რუსეთი

შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პირველი პირები ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ერთმანეთს სან-ფრანცისკოში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე შეხვდნენ, რამაც კრემლის გაღიზიანება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი თავშეკავებას ცდილობს და ფორუმს ირონიულად ეხმაურება, აშკარაა, რომ სი ძინპინსა და ჯო ბაიდენს შორის ურთიერთობების დათბობა რუსეთისთვის სასიამოვნო არ არის.
როგორც ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მხარეებს შორის უთანხმოებები კვლავ არსებობს, თუმცა მოხდა შეთანხმება მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კომუნიკაციისა და სამხედრო თანამშრომლობის აღდგენა.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.