ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"შეხედეთ ფანებს, როგორ სურთ მისი აქ დარჩენა" - "ვალენსიას" სპორტულმა დირექტორმა მამარდაშვილზე ისაუბრა

ლა ლიგის პირველ ტურში "ვალენსიასა" და "ბარსელონას" (1:2) მატჩის შემდეგ "ღამურების" სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის დასრულებისას ესპანური კლუბის ფანები სკანდირებდნენ: "გიორგი დარჩი".
კორონას თქმით, "მამარდას" შესახებ კონკრეტული კლუბებისგან დაინტერესება ნამდვილად არსებობს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.
"შეხედეთ ფანებს, თუ როგორ სურთ გიორგის აქ დარჩენა, შესანიშნავი ჟესტი იყო. სხვადასხვა კლუბებს მისი დამატება ნამდვილად სურთ, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია და ის ამ მომენტისთვის ჩვენთანაა.
შეგახსენებთ, "მამარდას" გადაბირებასთან ყველაზე ახლოს "ლივერპულია", "სქაუზერები" გიორგის შეძენის შემდეგ მის "ბორნმუნთში" განათხოვრებას გეგმავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.