ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“შეწყვიტეთ ძაღლების გენოციდი” – მუნიციპალურ თავშესაფართან მოქალაქეები მივიდნენ

18
თბილისის მუნიციპალურ თავშესაფართან მოქალაქეები დღესაც მივიდნენ. ცხოველების მოყვარულებს ძაღლების მდგომარეობა აინტერესებთ. ასევე, მათი თქმით, მიკედლებული ძაღლები, რომელიც დაკარგეს, სწორედ ამ თავშესაფარში ნახეს.
მოქალაქეები ძაღლების გამოშვებას ითხოვენ, რადგა თვლიან, რომ თავშესაფარში ცხოველებს შესაბამისი პირობები არ აქვთ.
ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ ძაღლები, რომელიც ამოიცნეს მეპატრონეებმა, არ არიან დაბრუნებული. გრძელდება ქალაქში მათი მოტაცება, ცოტა ტემპი შეამცირეს, მაგრამ ბრძოლა აუცილებელია, რომ ძაღლები კი არ ხოცონ, არამედ მათი სტერილიზაცია-ვაქცინაცია მოხდეს მეპატრონეებთან და მიმკედლებლებთან შეთანხმება მოხდეს, დააბრუნონ ადგილზე და კიდევ ერთი რამ; ის, რომ ხელისუფლება არის ფარისეველი და სისხლისმღვრელი, დასტურდება იმითაც, რომ ბზობა დრესაც კი დაფიქსირდა ფაქტები, რომ ქალაქში დაძრწიან, ზოგადად, რამდენიმე ძაღლი მოიტაცეს კიდეც, ხოლო სხვაგან ზვერავენ სიტუაციას, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.