შეწყალების ინსტიტუტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არ უნდა გახდეს – ირაკლი ქადაგიშვილი გრიგორიადისის საქმეზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შეწყალების ინსტიტუტი, პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არ უნდა გახდეს.
ქადაგიშვილის თქმით, როდესაც ვიღაც პოლიციელის დაწვას იწყებს, ის კანონის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა და არ აქვს მნიშვნელობა ვისი მომხრეა.
“შეწყალების ინსტიტუტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არ უნდა გახდეს. თუ სალომე ზურაბიშვილი ხანდახან მაინც დაუბრუნდება პრეზიდენტის ფუნქციას და იმ სიმძიმეს გაითვალისწინებს რა არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, სანამ შეწყალების ინსტრუმენტს როგორც პოლიტიკურ იარაღს გამოიყენებს, უნდა დაფიქრდეს. როდესაც ვიღაც პოლიციელის დაწვას იწყებს, ის კანონის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა. არ აქვს მნიშვნელობა ის მემარცხენეა, მემარჯვენეა, იმის მომხრეა თუ ამის მომხრეა, ევროკავშირი უნდა თუ კიდევ რაღაც სხვა უნდა. არ შეიძლება პოლიციელის დაწვა გაამართლო რაიმე პოლიტიკური მიზნებით”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე