ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„შეწუხებულია ხალხი, სულ ასეთი ამბები ხდება, სულ ჩხუბია“ - ადგილობრივი ფონიჭალაში მომხდარ დაპირისპირებაზე

ფონიჭალაში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი 21 წლისაა და მას ყელის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ბერი ნიკოლოზის მრევლი დაუპირისპირდა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსგავსი შემთხვევები ხშირია.

„ყელი გამოუჭრიათ მამაკაცისთვისო, ასე ამბობენ, აქ სულ ასეთი ამბები ხდება, სულ ჩხუბია, შეწუხებულია ხალხი. მრევლი დაუპირისპირდა ერთმანეთსო, ამბობენ ფულს არიგებსო და მაგ დროს მრევლი ჩხუბობსო, შეწუხებულები ვართ“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.