ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„შეძრწუნებული ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით“ - ცაჰკნა

„შეძრწუნებული ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით“ - ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში რუსული კანონის საბოლოო მიღებას X-ის საშუალებით ეხმიანება.
„შეძრწუნებული ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, არ გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა ევროპული ინტეგრაციის წინ წასაწევად და მიატოვონ საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით", - წერს მარგუს ცაჰკნა.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დღეს, 84 ხმით დაძლია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.