არქივი11 ნოემბერი, 2025, 18:09
„შეძრულნი ვართ“ – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო სამძიმარი გამოთქვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.
„შეძრულნი ვართ ცნობით, რომ განჯადან გამოფრენილი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები. ამ მძიმე მომენტებში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი სახელითა და აზერბაიჯანის ხალხის სახელით სამძიმარს გამოვხატავ თქვენი, დაღუპულთა ოჯახებისა და მოძმე თურქი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია ალიევის სამძიმრის წერილში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.