ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შემზღუდავი კანონებით - გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შემზღუდავი კანონებით - გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირას მიღებული შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირას მიღებული შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც აძლიერებენ უკვე არსებულ რისკებს გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლების, თანასწორობისა და სამოქალაქო სივრცისთვის და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებათა სფეროში“, – აღნიშნავენ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.