შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის ქმედებებით, რომელიც კრემლს ემსგავსება – ECR
ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი საქართველოში განვითარებულ მოვლენათა დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ECR შეშფოთებას გამოთქვამს ივანიშვილის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების გამო და წერს, რომ საქართველო კრემლს ემსგავსება.
ECR ჯგუფი მხარს უჭერს ქართველ ხალხს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობის ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ მთავრობის ქმედებებთან და მიმართულებასთან დაკავშირებით რომლითაც ქვეყანა მიდის, და რომელიც, როგორც ჩანს კრემლს ემსგავსება, ძალადობასა და რეპრესიებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მიმართ,” – წერია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.