არქივი25 მარტი, 2024, 16:40
შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული ქალი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს
შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული ქალი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს
ქალს, რომელმაც შეყვარებული დაჭრა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
დანაშაული ფონიჭალაში 23 მარტს მოხდა. 28 წლის მაკა ალექსანდრიამ 30 წლამდე პარტნიორს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.