შექმენი “თიბისის” მობაილბანკში საინვესტიციო პლატფორმაზე შენი ფავორიტი აქციების და ფონდების სია

“თიბისის” მობაილბანკში საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას, საინვესტიციო პლატფორმაზე ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს. ამის შესახებ ინფორმაციას “თიბისი” ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, როგორც სხვადასხვა აპლიკაციაში და ონლაინ მაღაზიაში, ახლა უკვე საინვესტიციო პლატფორმაზეც შეგიძლია შენთვის საინტერესო აქცია ან ფონდი, შესაბამისი ღილაკით, ფავორიტებში დაამატო.
„სია დაგეხმარება სათითაოდ ძიებისა და შემოწმების გარეშე, ერთ სივრცეში ადევნო თვალი სხვადასხვა აქციის და ფონდის ტენდენციასა და მდგომარეობას.
ფავორიტების სიაში ნებისმიერი რაოდენობის აქციისა და ფონდის დამატება შეგიძლია. სიის ცვლილება კი – ნებისმიერ დროს.
შექმენი შენი ფავორიტი აქციების და ფონდების სია: “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს