ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შესაძლოა, სომხეთი EU-ს წევრი ვერ გახდეს, მაგრამ ჩვენი მიზანია მათი სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში - ფაშინიანი

შესაძლოა, სომხეთი EU-ს წევრი ვერ გახდეს, მაგრამ ჩვენი მიზანია მათი სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში - ფაშინიანი

სომხეთი შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ვერ გახდეს, მაგრამ ჩვენი მიზანია ყველა სფეროში ევროკავშირის სტანდარტები დავამკვიდროთ – სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის დემოკრატიის ფორუმზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, დემოკრატიზაციის გზზაზ შემდეგი ნაბიჯი ევროპული ღირებულებების მიმართ სომხეთის ერთგულების დამტკიცება იქნება.
„მთავრობა და პოლიტიკური უმრავლესობა აცხადებს, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირის სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ბევრი ამაში გარკვეულ გეოპოლიტიკურ შედეგებს ხედავს. დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით შემდეგი ნაბიჯი იქნება იმის დადასტურება, რომ სომხეთის ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ უდავო და ურყევია“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.