ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში ლეგალურად დასაქმება ვეღარ შეძლონ | "ოცნება" მოსახლეობის წინააღმდეგ

"ქართული ოცნება" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად რეაგირების გარეშე დატოვა ბერლინის შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების შესახებ. საუბარია პროფესიონალი კადრების ლეგალურ მუშაობაზე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და შესაბამის ანაზღაურებაზე. გერმანული მედიის ცნობით, "ქართული ოცნების" მთავრობამ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება დასაქმების პროექტს და ფაქტობრივად ბერლინს პასუხიც კი არ გასცა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.