არქივი21 სექტემბერი, 2024, 17:11
შესაძლოა აშშ-მა უკრაინას F-16-ებისთვის რაკეტები გადასცეს

შესაძლოა აშშ-მა უკრაინას F-16-ებისთვის რაკეტები გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, F-16-ის ტიპის გამანადგურებლებისთვის საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტები შესაძლოა 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი იყოს, რომლის უკრაინისთვის გამოყოფას აშშ გეგმავს.
სამხედრო დახმარების პაკეტი საპატრულო კატარღებს, HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, 155 და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალასა და სხვა სათადარიგო ნაწილებს მოიცავს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.