ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შესაძლებელია წყალმოვარდნები და მეწყრულ- ღვარცოფული პროცესები - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში , ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.