ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შერმადინს გუნდში ლიდერობა მატჩის მოსაგებად არ ეყო

გიორგი შერმადინმა კარგი მატჩი ჩაატარა, ის გუნდში ლიდერი იყო, თუმცა მატჩი მაინც წააგო. საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში "ლენოვო ტენერიფე" სტუმრად ლატვიურ "რიგასთან" დაძაბულ ბრძოლაში, 72:77 დამარცხდა.
შერმადინმა მოედანზე 29 წუთი გაატარა, ამ დროში კი - 16 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 5 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე "ტენერიფე" ჯგუფს 3 მოგებით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი - სტუმრად ფრანგულ "შოლეს" დაუპირისპირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.