ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შერმადინი "ქარშიაქასთან" ბრძოლაში მოგებული მატჩის MVP გახდა

შერმადინი "ქარშიაქასთან" ბრძოლაში მოგებული მატჩის MVP გახდა

გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ" ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მატჩი თურქულ "ქარშიაქასთან" მოიგო, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ქართველი ცენტრი გახდა. C ჯგუფის მორიგი ტურის მატჩი ტენერიფელებმა შინ ჩაატარეს და კერკეტი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 85:82 დაამარცხეს.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში გიორგიმ 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მასზე მეტი მხოლოდ მარსელინიომ დააგროვა (18 ქულა), თუმცა ქართველ ცენტრს ბურთი არ აუცელია და შესაბამისად, სარგებლიანობის კოეფიციენტიც გუნდში ყველაზე მეტი (21) ჰქონდა.
შერმადინმა
2-დან 2 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასა და 4 მოხსნასთან ერთად მის ანგარიშზე 2 დაფარება და 1 პასიც იყო. 17 ქულით შეეხიდა ტენერიფელებს დევიდ კრამერი.
5-დან 5 გამარჯვებით "ტენერიფე" ჯგუფში პირველ ადგილზეა და პირველობა გარანტირებული აქვს. ბოლო ტურის მატჩს შერმადინის გუნდი 19 დეკემბერს, ისევ შინ, ბერძნულ "კოლოსოსთან" გამართავს.
დებულების თანახმად, ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.