ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შერმადინის 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და ტენერიფელთა გამარჯვება "ლეიდასთან"

შერმადინის 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და ტენერიფელთა გამარჯვება "ლეიდასთან"

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ" "ლეიდას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 91:88 დაამარცხა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელიც მარსელინიო ჰუერტასის შემდეგ ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 14:30 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შერმინატორის ანგარიშზე 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21 შეადგინა, რაც ტენერიფელთა შორის მხოლოდ ჰუერტასის მაჩვენებელზე ნაკლები აღმოჩნდა. ბრაზილიელმა გამთამაშებელმა 22 ქულა, 11 პასი და
4 მოხსნა მოაგროვა.
7 მოგებითა და 2 მარცხით "ტენერიფე" ცხრილში მე-3 ადგილზეა. შემდეგ მატჩს "ტენერიფე" 15 დეკემბერს, სტუმრად, "ხუვენტუდთან" გამართავს.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.