პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შერმადინის 12 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება კანარულ დერბიში

შერმადინის 12 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება კანარულ დერბიში

გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში კანარულ დერბიში "ტენერიფე" სტუმრად შეხვდა "გრან კანარიას" და დაძაბულ ბრძოლაში – 70:67 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ცენტრის ანგარიშზე 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. შერმადინმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მასზე მეურვეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ტენერიფელთაგან 14 ქულით ბომბარდირი ჯოან სასტრე
გახდა, ბრუნო ფიტიპალდოს ანგარიშზე კი ქართველის დარად 12 ქულა დაგროვდა. 13 მოგებითა და 5 მარცხით "ტენერიფე" მე-4 ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება 1-3 ადგილებზე თანაბარი ქულებით მყოფ ტრიოს – "რეალს", "ვალენსიას" და "უნიკახას". რაც შეეხება "ბარსელონას", კატალონიური გუნდი 9 მოგებითა და 8 მარცხით შეუფერებლად დაბლა – მე-8 ადგილზეა.
შემდეგ ტურში "ტენერიფე" "ბრეოგანს" უმასპინძლებს.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.