არქივი28 აპრილი, 2024, 22:23
შერმადინის "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "უნიკახასთან" დამარცხდა
გიორგი შერმადინი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებასთან. პირველად 2022 წელს გაიმარჯვა, მეორედ 2024 წლის 28 აპრილს ითამაშა ფინალი, . მისი "ტენერიფე" "უნიკახას" დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე 80:75 დამარცხდა. მალაგელებმა ისტორიაში პირველად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.
გიორგი შერმადინი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. მან 31 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. შერმადინის ანგარიშზე 5-დან 5 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო იყო.
GBF.GE
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.