ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შერმადინის "ტენერიფემ" გრანადაში გამარჯვება იზეიმა

შერმადინის "ტენერიფემ" გრანადაში გამარჯვება იზეიმა

გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ" გასვლითი გამაჯვება მოიპოვა. კუნძულელები სტუმრად შეხვდნენ "გრანადას" და 86:75 დაამარცხეს.
კანარიელებმა უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვეს, მაგრამ გადამწყვეტი და საკვანძო მაინც ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელშიც "ტენერიფემ" 33:24 გაიმარჯვა და შეხვედრა სათავისო შედეგით დაასრულა.
ქართველი ცენტრი ამ მატჩში დიდად არ დატვირთულა. შერმადინმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.