შენობა, საიდანაც “მთავარი არხი” მაუწყებლობდა – გაიყიდა

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა, საიდანაც დაფუძნების დღიდან “მთავარი არხი” მაუწყებლობა, გაიყიდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გარიგება 12 იანვარს გაფორმდა, 2 515 კვადრატული მეტრი ტერიტორიის მფლობელი კი შპს “ლისი თაუერსი” გახდა.
ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები ბიზნესმენები ალექსანდრე მეტრეველი და ემზარ რექვიაშვილი არიან.
“მთავარი არხის” სამაუწყებლო ცენტრი “საქართველოს ბანკის” საკუთრება იყო, მანამდე მას ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კომპანია ფლობდა.
“მთავარმა არხმა” მაუწყებლობა 2024 წლის თებერვალში შეწყვიტა. ამის შემდეგ შენობა დაკეტილი იყო, 2025 წლის 12 იანვარს კი ტერიტორია – გაიყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო