ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"შენი ხმა ევროკავშირს" | მარში ევროპის მოედანს უახლოვდება

დედაქალაქში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მანიფესტაცია მიმდინარეობს. ევროპელი ლიდერების პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე ქართული საზოგადოება დასავლეთს საკუთარ პრინციპულ ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ აჩვენებს.
რიგითი მოქალაქეები,არასამთავრობო სექტორი, აქტივისტები, პოლიტიკოსები,საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით დასავლური მომავლის დასაცავად ყველა გაერთიანდა, თუმცა მათთან ერთად არ დგას ქართული ოცნება.
მსვლელობის მონაწილეები ფეხით მიემართებიან ევროპის მოედნისკენ. ამ სახალხო მარშის საფინალო აკორდი ევროკავშირის გიგანტური დროშის გაშლა იქნება ,რომლის ვარსკვლავებიც სიმბოლურად საქართველოს 12 ქალაქში შეიკერა. სწორედ ევროპის მოედანზე შეუერთდება მარშს საქართველოს პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.