არქივი30 ნოემბერი, 2023, 12:11
"შენი ხმა ევროკავშირს" - თბილისში გაიმართება მსვლელობა, რომლის ორგანიზატორებიც ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშის გაშლასა და გინესის რეკორდის დამყარებას აპირებენ
"შენი ხმა ევროკავშირს" - ამ სლოგანით, 9 დეკემბერს, თბილისში მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.
"გვინდა, რომ კიდევ ერთხელ, 9 დეკემბერს, ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ ევროკავშირს. ამისთვის, მოვაწყობთ მარშს და, რაც მთავარია, ევროპის მოედანზე როდესაც შევიკრიბებით, გავშლით მსოფლიოში ყველაზე დიდ ევროკავშირის დროშას და დავამყარებთ გინესის რეკორდს. ამით, ვფიქრობთ, რომ მივიქცევთ საერთაშორისო პრესის ყურადღებას," - აცხადებს "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.