შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "მაკაბი" დაამარცხა

ევროლიგის მე-4 ტურში "ბარსელონამ" "მაკაბი" სტუმრად 92:71 გაანადგურა. ესპანურ გუნდში თორნიკე შენგელიამ ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი მიითვალა და ფანებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, "თოკომ" გულშემატკივრებისგან ხმების 50% მიიღო.
ასევე "ბარსელონადან" შედეგიანი მატჩი ჰქონდა ვილი ერნანგომესს, ესპანელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთში 19 ქულა დააგროვა.
ამრიგად, "ბარსელონა" ევროლიგის სატურნირო ცხრილში 3 გამარჯვებითა და 1 მარცხით ჯერჯერობით მეორე ადგილს იკავებს, ესპანური გუნდი მორიგ შეხვედრას 16 ოქტომბერს "დუბაის" წინააღმდეგ გამართავს.
აი ხასიათი! - "მამარდას" ემოციები ესპანეთის ნაკრებთან მოგერიებული პენალტის შემდეგ
სულ გაგიჟდნენ - "ალ-ჰილალი" იამალის სარეკორდო თანხად შეძენას გეგმავს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ლაპორტა: ვარ მიმზიდველი და ფულს ვნებიანი სექსი მირჩევნია
დღის სენსაცია თორნიკეს "ბარსელონამ" ტურნირის მთავარი ფავორიტი დაამარცხა
შენგელიას წარუმატებელი დებიუტი - "ბარსელონა" "ჰაპოელ თელ ავივთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"თუ ის წავა, "ბარსელონაში" დავბრუნდები" - მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?
"ბარსელონა" ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს
შენგელია საუკეთესო იყო - "ბარსელონა" სახლში დამარცხდა
შენგელიას 12 ქულა - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "ვალენსია" დაამარცხა
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.